პრობლემის ანალიზი: გიფიქრიათ თუ არა სად მიდის ნაგავი, რომელსაც ჩვენ ურნაში ვყრით ?
დღეს ნარჩენების გატანას და განადგურების საკითხი ძალზედ მწვავედ დგას მთელს მსოფლიოში ნარჩენების რაოდენობის ზრდით გამოწვეულმა პრობლემებმა მსოფლიოს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო
პროექტის მიზანი: მოსწავლე გაეცნოს ეკოლოგიურ პრობლემებს მსოფლიოში;
განუვითარდეს ინფორმაციის ორგანიზების უნარი;
გამოუმუშავდეს დისკუსიაში მონაწილეობის უნარი, და დაისახოს მათი გადაჭრის გზები.
პროექტის აქტივობები; პრობლემის გადაჭრის მიზნით მოსწავლეები ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობენ ამ პრობლემის მეტნაკლებად მოგვარების საკითხებზე და თავად შეიმუშავებენ კონკრეტულ მეთოდებს მაგალითად: ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავებას და მათ გამოყენებას, წარმოებული პროდუქციის შემცირებას, შესაფუთ მასალაზე გადასახადის დაწესებას.
თემასთან დაკავშირებული რესურსების მიძიება ინტერნეტში, პლაკატების დამზადება, აბრა, ბროშურა, ხმოვანი, შეტყობინება ან აუდიორგოლი და აშ.
მოსალოდნელი შედეგი: კლასში ჯგუფური მუშაობის დროს მსჯელობს ჩამოთვლილ რესურსების გამიყენებით გამოწვეული დაბინძურების (ძლიერ აბინძურებს, აბინძურებს, ნაკლებად აბინძურებს.) შესახებ.
სარგებლობა სხვისთვის: ნარჩენების ხელმეორედ გადამუშავება რამდენიმე თვალსაზრისითაა სასარგებლო. ის ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი დიდი რაოდენობით ნარჩენებს ამცირებს გარდა ამისა იზოგება დრო, ენერგია და ფული
პროექტის შესრულების დრო: - 2 თვე
სამუშაო ენა: ქართული
საგანთან/ საგნობრივი ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ბიოლოგია.
მიზნობრივი ჯგუფი: VII-კლასის მოსწავლეები და მასწავლებელი
პროექტის ფასილიტატორის სახელი: მანანა მაისურაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: mananamaisuradze@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий